ეროვნულ ბანკისა და სესხის გამცემი ორგანიზაციების შეხვედრაზე, მხარეებმა კონკრეტულ შეთანხმებას მიაღწიეს, რაც სხვადასხვა ტიპის სესხის გაცემის წესს ითვალისწინებს. საბანკო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, იპოთეკაზე შემოსავლების დადასტურება არ გახდება საჭირო, თუ სესხი თანამონაწილეობით გაიცემა. ამის შესახებ GBC.ge-ი წერს.
როგორც მსხვილი ბანკების მენეჯერები აცხადებენ, ამ ეტაპზე 50% თანამონაწილეობის ვერსია განიხილება.
სასესხო კოეფიციენტები შენარჩუნდება საცალო კლიენტისთვისაც აგროსესხებზე.
„ვითიბი“ ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ კონცელიძის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალდებოდა როგორც პოტენციური მსესხებელი, რომელსაც უძრავი ქონების შეძენა სურს, ასევე დეველოპერიც, რომლის საქმიანობის გაგრძელება ეჭქვეშ დგებოდა.
ანალოგიური გამოწვევის წინაშე არიან სოფლად მცხოვრები პირებიც.
2018 წლის პირველი ნოემბრიდან ამოქმედდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, რომელიც ქვეყანაში სესხის გამცემ ორგანიზაციებს დამატებით შეზღუდვებს დაუწესებს.
ასევე დგინდება, რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი.
იმედინიუსი