ქალაქ გორთან ახლოს, სოფელ სვენეთთან მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, რის შემდეგაც ხანძარი ბუჩქნარსა და ხეებზე გავრცელდა.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ინფორმაციით, ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია 2 სამაშველო-სახანძრო ჯგუფი, რომლებიც ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამატებითი ჯგუფების მობილიზებას გეგმავს.

