ტიმოშენკო და პოროშენკო საპრეზიდენტო სიას ლიდერობენ

ტიმოშენკო და პოროშენკო საპრეზიდენტო სიას ლიდერობენუკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო და უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგში ლიდერობენ.

აღნიშნულს ცხადყოფს კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვა.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებზე იულია ტიმოშენკოს გამოკითხულთა 19,3% აძლევს ხმას, მეორე ადგილზე პეტრო პოროშენკოა (11,9%), ხოლო მესამეზე კი უკრაინელი შოუმენი ვლადიმერ ზელენსკი (11,8%).

გამოკითხვა 3-დან 23 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა, ხოლო მისი ცდომილება 3,3%-ს შეადგენს.

უკრაინაში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

ინტერპრესნიუსი