ტოტენჰემის მეკარეს უგო ლიორისს შესაძლოა კაპიტნის სამკლაური ჩამოართვან, რადგან რამდენიმე კვირის წინ ის საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში დააფიქსირეს.
ამის გამო ფრანგმა მეკარემ უკვე გადაიხადა საკმაოდ სოლიდური ჯარიმა, მაგრამ ტოტენჰემი შესაძლოა ამას არ დაჯერდეს და ლიორისს კაპიტნობაც ჩამოართვას.
ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და ტოტენჰემის ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს.

