ანიტა რაჭველიშვილის გალაკონცერტზე სოფო ბათილაშვილი იმღერებს

ანიტა რაჭველიშვილის გალაკონცერტზე სოფო ბათილაშვილი იმღერებს25 ოქტომბერს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს. მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი მსმენელის წინაშე საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგება, დირიჟორი: ნიკოლოზ რაჭველი. მომღერალი წარადგენს კომპოზიციებს, რომელთა ორიგინალური ვერსიების ავტორი მაესტრო რაჭველი იქნება. ღონისძიების სპეციალური სტუმარი გახლავთ ახალი თაობის ვირტუოზი მევიოლინე ზუიუ ჰე.

გალაკონცერტი ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსის ვატო მაღრაძის დასახმარებლად იმართება.

ბილეთები უკვე განთავსდა საიტზე tkt.ge. ბილეთების ღირებულებ: 20-დან 60 ლარამდე.

როგრც ცნობილი გახდა, ამ კონცერტში, თავად ცნობილი მეცოსოპრანოს თხოვნით, მონაწილეობას მიიღებს „მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული, სოფო ბათილაშვილი. ამის შესახებ სცენარისტი თეონა ჯორბენაძე წერს და აღნიშნავს: „25 ოქტომბერს, ანიტას სურვილით, ჩვენი გალაკონცერტის სტუმარი ასევე იქნება არაჩვეულებრივი სოფო. მოუთმენლად ველი მათ შეხვედრას სცენაზე. ჩვენ უკვე რეპეტიციებს ვიწყებთ და ვემზადებით“

მუზიკბოქსი