ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა, რომელიც ამჟამად ტელევიზიაში საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, განაცხადა რომ მესიზე ძლიერი ფეხბურთელი არ დაბადებულა და ის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა:
”ვინმეს სერიოზულად გონია რომ მესიზე უკეთესი ფეხბურთელი არსებობს? ის უბრალოდ ერთი თავით მაღლა დგას სხვებზე”–დაწერა ლინეკერმა თავისი ტვიტერის გვერდზე. მესიმ ტოტენჰემს ორი გოლი გაუტანა და ბარსელონას გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო. ბარსელონამ ტოტენჰემს 4:2 მოუგო.

