ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ერთა ლიგაზე ისაუბრა და თქვა ეს ტურნირი უაზროა. კლოპის აზრით, ფეხბურთელები ზედმეტად ბევრ შეხვედრას ატარებენ და მათ ფიზიკურ ფორმაზე ეს ცუდად მოქმედებს, მაგრამ ფიფას ეს ნაკლებად ადარდებს. კლოპის თქმით ფეხბურთელებს მეტად უნდა გაუფრთხილდნენ:
”ჩემი მოთამაშეები ორი კვირით სხვადასხვა ნაკრებებში წავლენ და უნდა ვილოცო რომ მათ ტრავმა არ მიიღონ ერთა ლიგის არსებობის მიზანი არ მესმის. მინდა რომ ფიფა ფეხბურთელებზე უფრო მეტად ზრუნავდეს, მაგრამ ეს ასე არ არის”–განაცხადა კლოპმა.

