ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა რომ ნაპოლისთან მისი გუნდი მარცხს იმსახურებდა, რადგან შეტევაში საკმარისად აქტიურად არ უთამაშია. კლოპის აზრით ლივერპულს დაცვითი ფეხბურთის თამაში კარგად არ გამოსდის:
”მეტოქემ გვაჯობა, ამიტომ ეს მარცხი შემთხვევითი არ არის. როდესაც შენს სტილს არ თამაშობ, ყოველთვის წააგებ და დღევანდელი შედეგი სამართლიანია. მომავალ მატჩებში იმედი მაქვს რომ გაცილებით უკეთეს ლივერპულს ვიხილავ”–განაცხადა იურგენ კლოპმა.

