გუშინ, ღამით ჯიქიაზე, კორპუსის ლიფტი მოწყდა, რომელშიც ირანის 8 და საქართველოს 1 მოქალაქე იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა,- ამის შესახებ, ,,პრაიმტაიმს” ინფორმაცია ერთ-ერთმა თვითმხილველმა მიაწოდა.
როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ლიფტს წონის მუხრუჭი არ უმუშავებდა და ლიფტის ჩავარდნა სწორედ, ამან გამოწვია.
,,შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ლიფტი 4 ადამიანზეა გათვლილი. თუმცა, მაგ დროს 9 ადამიანი იმყოფებოდა. როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ლიფტს წონის მუხრუჭი არ ჰქონია. უბედური შემთხვევაც, სწორედ ამიტომ მოხდა,” – აღნიშნა თვითმხილველმა.
პრაიმ ტაიმი

