ჯონ ტერიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ჯონ ტერიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულალეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯონ ტერიმ კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან თავისი ინსტაგრამის გვერდზე დაწერა. ტერის ბოლოს გუნდი ასტონ ვილა იყო, მანამდე კი ტერიმ თითქმის მთელი თავისი კარიერა ლონდონის ჩელსის მიუძღვნა, სადაც ის 3-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ხოლო 2012 წელს კი ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.
ამ ზაფხულში იყო საუბრები იმის შესახებ რომ ტერი შესაძლოა მოსკოვის სპარტაკში გადასულიყო, მაგრამ საბოლოოდ თვითონ ფეხბურთელმა რუსეთში თამაშზე უარი თქვა. დეკემბერში ტერი 38 წლის გახდება.