ამერიკელმა მოდელმა კიმ კარდაშიანმა რეკლამაში მონაწილეობაზე მეუღლის კანიე უესტის თხოვნით უარი თქვა. კიმს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ბრენდზეა ლაპარაკი.ამის შესახებ Instyle-ი წერს.
როგორც გაირკვა, კიმს სარეკლამო გარიგების სანაცვლოდ მილიონ დოლარს სთავაზობდნენ. კანიემ მეუღლს ეს ზარალი აუნაზღაურა და აჩუქა ჩეკი, რომელზეც სწორედ 1 მილიონი დოლარია გამოწერილი.
აღსანიშნავია, რომ კიმს ქმრის აზრის გათვალისწინებისა და პატივისცემისთვის, უესტმა ტანსაცმლის ხაზის Yeezy წილიც აჩუქა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კანიე უესტმა სახელი შეიცვალა და Ye გახდა.
იმედინიუსი