ლილოში ყვითელი მიკროავტობუსი გადაბრუნდა – 8 ადამიანი დაშავდა

ლილოში ყვითელი მიკროავტობუსი გადაბრუნდა - 8 ადამიანი დაშავდათბილისში, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე ყვითელი სამარშუტო ტაქსი გადაბრუნდა დაშავებულია 8 მგზავრი. შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნიუპოსტს” უთხრეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში 4 ავტომობილი ფიგურირებს, მათ შორის 2 სამგზავრო მიკრო ავტობუსია, ავარიის შედეგად ერთი მიკროავტობუსი ამობრუნდა.
ამ ეტაპზე 8 ადამიანია დაშავებული, წინასწარი ინფორმაციით დაშავებულთა სიცოცხლესსაფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1 ლი ნაწილით მიმდინარეობს.