ჟოზე მოურინიომ ვალენსიასთან მატჩის შემდეგ თავისი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი გააკრიტიკა და თქვა ისინი არ არიან ტექნიკურად საკმარისად კარგად მომზადებულები. მოურინიომ არ დააკონკრეტა თუ რომელ ფეხბურთელებზეა საუბარი.
ბოლო პერიოდში მანჩესტერ იუნაიტედი ძალიან ცუდ შედეგებს აჩვენებს, ხოლო მოურინიოს კი თავის ბევრ ფეხბურთელთან გაუფუჭდა ურთიერთობა, განსაკუთრებით პოლ პოგბასთან, რომელთანაც ჟოზეს დიდიხანია კონფლიქტი აქვს.
ვალენსიასთან მანჩესტერმა კვლავ ვერ მოახერხა გამარჯვება და შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.

