ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი უმძიმესი შრომით დააგროვა ქონება და ამ ქვეყნის გადამკიდე გემო ვეღარ ჩაუტანებია – ამის შესახებ მწერალმა ნაირა გელაშვილმა გადაცემაში “თავისუფალი სივრცე ვახო ხუზმიაშვილთან ერთად” განაცხადა.
გადაცემა მაისის დასაწყისშია ჩაწერილი.
“შეხვედრის შემდეგ ძალიან დიდი სევდა დამრჩა, ჩემი აღქმით ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან ტრაგიკული ადამიანი და მართალია ის არის ხალხის თვალში ყოვლისშემძლე და ბედისაგან განებივრებული ადამიანი, მაგრამ მე მას ვხედავ მძიმე ბედისწერის ადამიანად. კაცმა იშრომა, მართლა საკუთარი უმძიმესი შრომით დააგროვა ქონება და ამ ქვეყნის გადამკიდე გემო ვეღარ ჩაუტანებია. თვითონაც არ გამოდის ალბათ, ეს მშვიდი ცხოვრებაში. მე როგორც მწერალმა დღემდე ვერ ამოვხსენი საქართველოდან რატომ არ მიდის” – განაცხადა ნაირა გელაშვილმა და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან კარგი ადამიანური თვისებები აქვს.
პრაიმ ტაიმი