მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა იუვენტუსთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა რომ მისმა ყოფილმა გუნდმა ძალიან ცუდი შეხვედრა ჩაატარა. ფერდინანდის თქმით იუვენტუსმა მანჩესტერ იუნაიტედი ყველა კომპონენტში დაჯაბნა და დამსახურებულად მოიგო:
”რთული იყო ჩემთვის ამ თამაშის ყურება, რადგან იუნაიტედი უსუსურად გამოიყურებოდა და მათ თითქმის საგოლე მომენტიც კი არ ქონიათ მთელი მატჩის მანძილზე. მოკლედ რომ შევაფასოთ, ეს იყო მამაკაცები ბავშვების წინააღმდეგ, რაც მანჩესტერს არ ეკადრება”–განაცხადა ფერდინანდმა.
მანჩესტერ იუნაიტედმა თავის მოედანზე იუვენტუსთან 0:1 წააგო.

