რობინ ვან პერსი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს

რობინ ვან პერსი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებსფეინოორდის ვეტერანმა ფორვარდმა რობინ ვან პერსიმ განაცხადა რომ სეზონის ბოლოს ის კარიერას დაასრულებს და სავარაუდოდ მწვრთნელი გახდება. ვან პერსი გაზაფხულზე 36 წლის ხდება და მისი აზრით დასრულების დრო მოვიდა:
”იყო პერიოდი, როდესაც ფეხბურთისგან სიამოვნებას ვეღარ ვიღებდი, მაგრამ ეხლა ასე არ არის. მინდა მაშინ წავიდე, როცა ფეხბურთი ისევ მეყვარება, ამიტომ სეზონის ბოლოს კარიერას დავასრულებ. ვამაყობ რომ 18 წლის მანძილზე პროფესიონალი ვიყავი და ტიტულები მოვიგე”–განაცხადა ვან პერსიმ.
რობინ ვან პერსიმ კარიერის საუკეთესო წლები არსენალში გაატარა, სადაც 2004-12 წლებში ასპარეზობდა.