რივერ პლეიტის და ბოკა ხუნიორსის განმეორებითი შეხვედრა 9 დეკემბერს, სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება. ეს გადაწყვეტილება ოფიციალურია. ამ ორი გუნდის პირველი შეხვედრა 2:2 დასრულდა და განმეორებითი მატჩი რივერის სტადიონზე უნდა გამართულიყო, თუმცა მატჩი გადაიდო, რადგან ბოკა ხუნიორსის ავტობუსს ქვები დაუშინეს, რის გამოც ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო.
ამის გამო რივერ პლეიტი დაისაჯა და განმეორებითი შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება. თბილისის დროით მატჩი 23.30 საათზე დაიწყება.

