ნაფიცმა მსაჯულებმა დავით ქმოსტელის, იგივე „ძივითას“ მკვლელობის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს. ეს ნიშნავს, რომ მსაჯულებმა საქმეში ბრალდებული ლევან ყანდორელაშვილი და გიორგი ჭალელიშვილი ყველა ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნეს.
ვერდიქტი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
დავით ქმოსტელი, იგივე „ძივითა“ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ოთხ თებერვალს ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ჭრილობის მიყენების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ის მკვლელობის დღეს ნათესავთან იყო.
მკვლელობიდან მეორე დღეს სამართალდამცვლებმა ლევან ყანდორელაშვილი და გიგა ჭალელიშვილი დააკავეს.
დაკავებულებმა ბრალი არ აღიარეს. გამოძიების ვერსიით, ლევან ყანდორელაშვილსა და დავით ქმოსტელს უთანხმოება ჰქონდათ და მკვლელობაც შურისძიების ნიადაგზე მოხდა.
იმედინიუსი