ძლიერი ქარის გამო, ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრენილი თვითმფრინავებიდან ბარგი ვერ ჩამოაქვთ.
“გაცნობებთ რომ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ქარის გამო, ავიაკონპანია ვიზეარის საჰაერო ხომალდებიდან, რომლებმაც შეასრულა დორტმუნდისა და ბერლინის ავიარეისები, ვერ ხერხდება ბარგის გადმოტვირთვა.
მგზავრებს რომლებიც არ ცხოვრობენ ქუთაისში, ბარგი მიეწოდებათ სასურველ მისამართზე” – აღნიშნულია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

