გამოცემა Times-სი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ინტერპოლის ახალი ხელმძღვანელი, შესაძლოა ორგანიზაციის ამჟამინდელი ვიცეპრეზიდენტი გენერალ-მაიორი ალექსანდრ პროკოპჩუკი გახდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსი მაიორის მთავარი კონკურენტი სამხრეთკორეელი კიმ ჩონ იანია , რომელთა შორისაც კენჭის ყრა 21 ნოემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ინტერპოლის ყოფილი პრეზიდენტის გაუჩინარების შესახებ 5 ოქტომბერს გახდა ცნობილი. 64 წლის მენ ჰუნვეი ინტერპოლს 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა.
გაუჩინარებიდან მალევე გაჩნდა ვერსია, რომ ის ჩინეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა. ჩინეთი აცხადებს, რომ ინტერპოლის ყოფილი პრეზიდენტი ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი.
mediamall.ge

