ირანში 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – 70 ადამიანი დაშავდა

ირანში 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - 70 ადამიანი დაშავდაირანის დასავლეთით, ერაყის საზღვართან ახლოს 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. The Washington Post-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ მიწისძვრის შედეგად 70-მდე ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრში 6 სამაშველო ჯგუფი მუშაობს. მიწისქვეშა ბიძგები ზედაპირიდან 65 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

იმედინიუსი