ირანში მიწისძვრით დაშავებულთა რაოდენობა 500-მდე გაიზარდა

ირანში მიწისძვრით დაშავებულთა რაოდენობა 500-მდე გაიზარდაირანში 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 500-მდე ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მიწისძვრა ირან-ერაყის საზღვართან მოხდა. ერაყის მედიის ინფორმაციით, სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა ერაყის ქურთისტანის ტერიტორიაზე, სადაც ერთი ადამიანია დაღუპული.

მიწისძვრის ეპიცენტრი ერაყის დედაქალაქ ბაღდადიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 150 კილომეტრში, ირანის ქალაქ სარპოლიდან კი 40 კილომეტრში დაფიქსირდა.

იმედინიუსი