ისკოს სოლარისთან კონფლიქტი აქვს

ისკოს სოლარისთან კონფლიქტი აქვსმადრიდის რეალის ნახევარმცველს ისკოს, ახალ მთავარ მწვრთნელთან სანტიაგო სოლარისთან კონფლიქტი აქვს და შესაძლოა ამის გამო ის გუნდიდან წავიდეს.

ეიბართან მატჩის დროს ისკო სოლარიმ შეცვალა, რის შემდეგაც ისკომ თავის მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა და სავარაუდოდ ამ მიზეზის გამო ისკო რომას წინააღმდეგ მატჩის განაცხადშიც ვერ მოხვდა.

სოლარიმ განაცხადა რომ ამას სპორტული მიზეზი ჰქონდა, მაგრამ ეს განცხადება დამაჯერებლად არ ჟღერს.