
მას სხეულზე დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს, ყელი ორ ადგილას გამოჭრეს და სასქესო ორგანო მოაჭრეს.
პოლიციამ განაცხადა, რომ ფეხბურთელი ნაწამები იყო.
ფრეიტასი ადრე “ბოტაფოგოსა” და “კურიტიბაში თამაშობდა.
მოგვიანებით პოლიციამ მკვლელი დააპატიმრა.
ის 38 წლის ბიზნესმენი ედისონ ბრიტეს ჟუნიორია, რომელიც ამტკიცებს, რომ მეუღლეს გაუპატიურებისგან იცავდა.
“ის იმ ოთახში შევარდა, სადაც ჩემი მეუღლე იმყოფებოდა, ტანზე გაიხადა და კარი ჩაკეტა. მეუღლის ყვირილი გავიგე, ის შველას ითხოვდა. გავაკეთე ის, რასაც ნებისმიერი მამაკაცი საყვარელი ქალის გამო გააკეთებდა. ამ ვითარებაში აღმოჩნდა ჩემი მეუღლე კრისი, რომელთან ერთადაც 20 წელია ვცხოვრობ”, – განაცხადა ედისონმა.
ეს ვერსია სწორი არ აღმოჩნდა. გაირკვა, რომ ფრეიტასი თავისი საყვარლის კრისტინას ქალიშვილის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, შემდეგ კი კრისტინასთან საძინებელ ოთახში განმარტოვდა და სურათები სოციალურ ქსელში გაავრცელა. თან დაწერა:”მზად ვარ, 18 წლის იუბილარის დედიკო გადავყლაპო”.
მოსალოდნელ საფრთხეზე დანიელი მეგობარმა მესიჯით გააფრთხილა, მაგრამ მან ყურადღება არ მიაქცია. მალე კი სახლში კრისტინას მეუღლე, 38 წლის ბიზნესმენი ედისონ ბრიტეს ჟუნიორი დაბრუნდა, ფეხბურთელი წამებით მოკლა, სასქესო ასო მოაჭრა და ახლა თავს იმართლებს, რომ დანიელი მისი უბიწო კრისის გაუპატიურებას ცდილობდა.
სპორტალი