რეპერი ალექსეი დოლმატოვი, ცნობილი როგორც „გუფი“ და „ა-სტუდიოს“ სოლისტი ქეთა თოფურია ერთად დაახლოებით 2 წლის განმავლობაში იყვენენ. მომღერლების ურთიერთობა იმდენად სერიოზული იყო, რომ მათ ოქტომბრის თვეში ერთმანეთს თავისი შვილებიც გააცნეს.
ორი დღის წინ გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. ეჭვები ამის შესახებ მათმა ინსტაგრამ-მიმოწერამ გააჩინა. ცეცხლზე ნავთი დაასხა თავად ქეთა თოფურიამ, რომელმაც არაერთგვაროვნად უპასუხა ერთ-ერთი თავისი გამომწერის კითხვას, რატომ დაშორდა ის რეპერ გუფს, ქეთა თოფურიას პასუხი იყო, რომ ახლა მას გუფის ნაცვლად მიკი მაუსი ჰყავს.
ამასთანავე ჟურნალისტებთან კონტაქტზე გამოვიდა ეკატერინბურგელი 18 წლის იანა, რომელმაც განაცხადა რომ გუფის საყვარელია. მისი თქმით, ამ ორი წლის განმავლობაში გუფი ქეთას მასთან ღალატობდა. მტკიცებულებად კი გუფის სახლში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, ასევე მან ჟურნალისტებს წარუდგინა აუდიოშეტყობინება, რომელშიც მათი ურთიერთობის გამჟღავნების გამო გუფი მას ემუქრება. ჩანაწერში რეპერი არ უარყოფს იმას, რომ მასსა და იანას შორის ურთიერთობა იყო.
საბოლოო წერტილი ამ ჭორებს დღევანდელმა დღემ დაუსვა. იუთუბ-შოუ „პუშკას“ წარმომადგენლები ქეთა თოფურიას დაუკავშირდნენ იმისთვის, რომ გუფისთან დაკავშირებით კითხვები დაესვათ, რაზეც მომღერლისგან მკვეთრი პასუხი მიიღეს „ჩვენ დიდი ხანია არ ვკონტაქტობთ, ასე რომ არაფერი არ ვიცი“. აღსანიშნავია, რომ რეპერი ამ თემაზე დუმილს ინარჩუნებს.
შეგახსენებთ, ქეთა თოფურია 2017 წელს ბიზნესმენ ლევ გეიხმანს დაშორდა. ყოფილი ცოლ-ქმარი, რომელთაც საერთო 3 წლის შვილი, ოლივია ჰყავთ, კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს.
რაც შეეხევა გუფს, მას აიზა ანოხინასთან 6 წლიანი ქორწინება აკავშირებს და მასთან 3 ვაჟი ჰყავს.
ნიუპოსტი