ქუთაისში ახალგაზრდა ქალი მე-7 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა – მომხდარს წინ ოჯახური კონფლიქტი უძღოდა

ქუთაისში ახალგაზრდა ქალი მე-7 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა - მომხდარს წინ ოჯახური კონფლიქტი უძღოდაქუთაისში ახალგაზრდა ქალი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა ნიკეას დასახლებაში მოხდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ამ დროისათვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს წინ ოჯახური კონფლიქტი უძღოდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.