ცნობილმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან განცხადება გააკეთა და თქვა რომ 35 წლის ასაკში მას უკვე აღარ შეუძლია ისე თამაში, როგორც ადრე:
”სამწუხაროა, მაგრამ უკვე აღარ შემიძლია მაღალ დონეზე ვითამაშო, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება რომ თამაშს შევეშვა. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ წლების მანძილზე გვერდში მედგა. ჩემი კარიერით ვამაყობ:–განაცხადა რაფაელ ვან დერ ვაარტმა.
ვან დერ ვაარტი თავის დროზე ლონდონის ტოტენჰემის და მადრიდის რეალის ღირსებას იცავდა.

