იტალიელი რეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი ჯერ არ დასახელებულა, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რეჟისორი რომში, მძიმე დაავადების შედეგად გარდაიცვალა.
ბერტოლუჩის ფილმები შედევრებადაა აღიარებული: „უკანასკნელი ტანგო პარიზში“, „მეოცნებენი“ , „მოპარული სილამაზე“ , „მეოცე საუკუნე“, „უკანასკნელი იმპერატორი“, „კონფორმისტი“.
ფილმი „უკანასკნელი იმპერატორი“ ოსკარის 9 ჯილდოს მფლობელია, მათ შორის საუკეთესო ფილმის, რეჟისორის, სცენარის ნომინაციებში. აღებულია აქვს 2 ოქროს გლობუსიც საუკეთესო რეჟისორის და სცენარის ნომინაციაში.
2011 წელს ბერნარდო ბერტოლუჩის საპატიო „ოქროს პალმის რტო“ გადასცეს კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის.

