თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში მომხდარ უბედურ შემთხვევას ახლგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ტრაქტორი გადაბრუნდა და 18 წლის ბიჭი მოიყოლა. იგი ადგილზე დაიღუპა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
იმედინიუსი

