ცოტნე გამსახურდია – “მეექვსედ რომ გატყუებენ და იჯერებ, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, მართლა ავადმყოფი ხარ”

ცოტნე გამსახურდია - "მეექვსედ რომ გატყუებენ და იჯერებ, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, მართლა ავადმყოფი ხარ"ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუქში დაწერა:

“შეიძლება მოგატყუონ ერთხელ. ორჯერ. ჯანი გავარდეს, სამჯერ. ჰა, იყოს ოთხი, ბოლობოლო! ხუთჯერაც? მეექვსედ რომ გატყუებენ და იჯერებ, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, მართლა ავადმყოფი ხარ და შენი განკურნება მხოლოდ ორ მეტრ მიწას შეუძლია. ტყუილად ამძიმებ ამ ცოდვილ ქვეყანას. სწორედ ისე, ბიბლიაში როგორც წერია: უნაყოფო ხე მოიჭრას და მიეცეს ცეცხლშიო.

ზემოთ, ციფრები შემთხვევითი არ გეგონოთ. ზუსტად ხუთი არჩევნები ჩატარდა აქ 2012 წლიდან მოყოლებული. ეს მეექვსეა.”