ტვ პირველის ჟურნალისტის თათია ჩაფიჩაძის განცხადებით, მას გლდანში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჟურნალისტმა პოლიცია გამოიძახა.
მისი თქმით, ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული ხალხის გაღიზიანება, ჟურნალისტის კითხვებმა და ვიდეო გადაღებამ გამოიწვია. ჟურნალისტის განცხადებით, ისინი აცხადებდნენ, რომ მათი მობილიზება „ნაციონალური მოძრაობის ამოსაძირკვად“ არის გამიზნული.
პოლიციამ უკვე გამოკითხა ჟურნალისტი და შედგა შესაბამისი ოქმი.
დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება.
იმედინიუსი
https://www.facebook.com/tvpirveli/videos/198635027714268/

