ვიქტორ იანუკოვიჩი საავადმყოფოში მოათავსეს

ვიქტორ იანუკოვიჩი საავადმყოფოში მოათავსესუკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი 16 ნოემბერს მოსკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც რუსული მედია წერს, ვიქტორ იანუკოვიჩმა ტრავმა ჩოგბურთის თამაშის დროს მიიღო.

უკრაინის ექსპრეზიდენტს მუხლისა და ხერხემლის ტრავმა აქვს. ის თავდაპირველად რეანიმაციაში, შემდეგ კი კერძო კლინიკაში გადაიყვანეს.

ვიქტორ იანუკოვიჩი 2014 წელს უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ რუსეთში წავიდა.