ზეკარის ტყეში ხანძარია

ზეკარის ტყეში ხანძარიაბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200 მეხანძრე-მაშველია ჩართული. უწყების ცნობით, ახლა ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.

ადგილზე საგანგებო შტაბია შექმნილი. უწყების ინფორმაციით, იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი.

დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.