ჟოზე მოურინიო: ”ჩემპიონობის შანსი აღარ გვაქვს”

ჟოზე მოურინიო: ”ჩემპიონობის შანსი აღარ გვაქვს”მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა რომ მის გუნდს წელს ჩემპიონობის შანსი აღარ აქვს, რადგან ისინი ოთხეულშიც არ შედიან. ჟოზეს აზრით, მანჩესტერის მთავარი მიზანი ოთხეულში შესვლა უნდა იყოს:
”ჩვენ ძალიან შორს ვართ ლიდერებისგან, ამიტომ ჩემპიონობაზე საუბარი უკვე ზედმეტია. ჩვენი მთავარი მიზანი ოთხეულში შესვლა უნდა იყოს და ეს მიზანიც საკმაოდ რთულად მისაღწევი იქნება. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ”–განაცხადა მოურინიომ. ამჟამად მანჩესტერ იუნაიტედი მერვე პოზიციას იკავებს.