მანჩესტერ იუნაიტედმა საკუთარ მოედანზე შვეიცარიული იანგ ბოისი ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით 1:0 დაამარცხა. ეს გოლი ფელაინიმ გაიტანა. მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ განაცხადა რომ ასეთი თამაში მის გუნდს არ ეკადრება და რომ არა დე ხეა შესაძლოა მანჩესტერს საერთოდ წაეგო კიდეც:
”გუნდისგან გაცილებით უკეთეს თამაშს ველი, თუმცა ბედნიერი ვარ იმით რომ გავიმარჯვეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით. ყველამ მადლობა უნდა ვუთხრათ დე ხეას, რადგან მან რამდენჯერმე გადაგვარჩინა. მსგავსი თამაშის ხილვა მომავალში არ მსურს”–განაცხადა მოურინიომ.

