აარონ რემზი კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს

აარონ რემზი კარიერას იუვენტუსში გააგრძელებსლონდონის არსენალის ნახევარმცველი აარონ რემზი დიდი ალბათობით ზამთარში იუვენტუსის ფეხბურთელი გახდება. რემზის ზაფხულში არსენალთან კონტრაქტი ეწურება და ლონდონელები მის გაყიდვას იქამდე ეცდებიან.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უელსელ ფეხბურთელს იუვენტუსში წლიური ხელფასი 10 მილიონი ევრო ექნება, რაც ყველაზე მაღალი ციფრია, რონალდუს ხელფასის შემდეგ.

ჯერჯერობით თვითონ რემზის ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მის იუვენტუსში ტრანსფერზე ადრეც იყო საუბრები.