სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალი, რომელიც ბანკის ვალების გამო მტკვარში გადახტა, 500 ლარით დააჯარიმეს.
“ქალბატონი რომელიც ბანკის ვალების გამო მტკვარში გადახტა 500 ლარით დააჯარიმეს!!! უშედეგო თვითმკვლელობა ჩვენთან ისჯება 500 ლარის გადახდით”- წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
“ნიუპოსტი” კომენტარისთვის შინაგან სამეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს.
უწყება ამბობს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.
სამი შვილის დედამ თვითმკვლელობა დღეს დილით სცადა.
ანა ტყეშელაშვილის თქმით, მან თითქმის ყველა საჯარო უწყება სამსახურის დაწყების თხოვნით შემოიარა, თუმცა მუშაობის დაწყებაზე უარი ყველგან ერთი და იგივე მიზეზით უთხრეს.
ქალი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის გამო მას სამსახურში არ იღებენ.
ნიუპოსტი

