გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთთან მომხდარ ავარიას 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.
“ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, რესტორან “ნაჭარმაგევთან” მოხდა.
თვითმხილველთა თქმით, მოხუცს “ოპელის” მარკის ავტომობილი დაეჯახა.
როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 275-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

