კახეთში, გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე დააკავეს. კირკიტაძესთან ერთად იმყოფებოდა პარტიის კიდევ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელიამ. როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ კირკიტაძის დაკავების ფაქტს აღწერენ, ოპოზიციის ლიდერები გურჯაანში, გუშინდელი აქციის დაზარალებულის სანახავად წავიდნენ. მათი განცხადებით, მათ დაყვებოდათ სუს-ის მანქანა, რომელში მსხდომებმა თავდაპირველად უარყვეს, რომ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები იყვნენ, თუმცა შემდეგ ამ მანქანიდან გადმოცვივდნენ და წაიყვანეს. ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის ამ დროისთვის უცნობია თუ სად არის გადაყვანილი კირკიტაძე.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, კირკიტაძე დაკავებულია 353-ე მუხლით არის დაკავებული რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
https://www.facebook.com/rustavi2/videos/347124755870296/

