ძიუდოისტებმა 90 კგ წონითი კატეგორიის ჩემპიონს, გიორგი პაპუნაშვილს სცემეს

ძიუდოისტებმა 90 კგ წონითი კატეგორიის ჩემპიონს, გიორგი პაპუნაშვილს სცემეს27-28 დეკემბერს თბილისში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა ძიუდოში. ძიუდოისტების გარკვეული ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა 90 კგ წონითი კატეგორიის ჩემპიონს, გიორგი პაპუნაშვილს, რომელმაც გზად ორი ფავორიტი დაამარცხა: ჯერ მეოთხედფინალში ავთანდილ ჭრიკიშვილი, ფინალში კი უშანგი მარგიანი. ინციდენტი უამრავი ადამიანის თვალწინ მოხდა. ამ სკანდალური ფაქტის შესახებ კომენტარი ფედერაციას ჯერ არ გაუკეთებია. ინფორმაციას “აჭარასპორტი” ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტებს შორის დაპირისპირებას იაპონიის ქალაქ ოსაკაშიც ჰქონდა ადგილი: კერძოდ, ნაკრების წევრებმა ლაშა შავდათუაშვილსა და ვაჟა მარგველაშვილს მიაყენეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მეტრონომე.გე