გორში 75 წლის ქალი მოკლეს – მას თავში აქვს ჩარტყმული

გორში 75 წლის ქალი მოკლეს - მას თავში აქვს ჩარტყმულიგორის ცენტრში მკვლელობა მოხდა.

„ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, მკვლელობა სტალინის ქუჩაზე, რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

ჩვენი ინფორმაციით, მოკლული 75 წლამდე ქალია, ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავის არეში მიყენებული დაზიანებებით ნახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.