გორში მერსედესი ქვეითს დაეჯახა

გორში მერსედესი ქვეითს დაეჯახაავარია მოხდა ცოტა ხნის წინ გორში.

“ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, სტალინის ქუჩაზე მოძრავ ქვეითს “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.