მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გუნდის ბოლოდროინდელ წარუმატებლობებზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს დაცვაში ცუდად თამაშის ბრალია: ”რამდენიმე შეხვედრაა ჩემს გუნდს ვერ ვცნობ. სეზონის სტარტზე ჩვენი დაცვა კარგად გამოიყურებოდა, ახლა კი აშკარად არის ჩავარდნები, რის გამოც ბევრ გოლს ვუშვებთ და უკვე საკმაოდ ქულები დავკარგეთ.
მომავალში ასეთი შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ”–განაცხადა გვარდიოლამ. მანჩესტერ სიტიმ ბოლო 4 ტურში სამი თამაში წააგო და პრემიერლიგის ცხრილში მესამე საფეხურზე ჩამოქვეითდა.

