იურგენ კლოპი: ”ზამთარში ფეხბურთელების ყიდვას არ ვაპირებთ”

იურგენ კლოპი: ”ზამთარში ფეხბურთელების ყიდვას არ ვაპირებთ”ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე ისაუბრა და თქვა რომ ლივერპული არ არის დაინტერესებული რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელით, თუმცა შესაძლოა ასეთი მოთამაშე გამოჩნდეს. კლოპის აზრით ლივერპული ბოლომდე არის დაკომპლექტებული:

”არ ვფიქრობ რომ ზამთარში ვიაქტიურებთ, რადგან რომელიმე კონკრეტულ ფეხბურთელს არ ვაკვირდებით. შესაძლოა ასეთი გამოჩნდეს, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ ლივერპულის შემადგენლობით და არაფრის შეცვლას არ ვაპირებ”–განაცხადა იურგენ კლოპმა.