მოსკოვის სპარტაკის და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე სავარაუდოდ ზამთარში სპარტაკს დატოვებს. ანანიძეს ბოლო პერიოდში ხშირად აწუხებს ტრავმები და ამის გამო მან ბევრი შეხვედრა გამოტოვა. ჯანოს შეძენით რამდენიმე რუსული კლუბი არის დაინტერესებული და ყველაზე რეალური ვარიანტი კრილია სოვეტოვია, რომლის სპორტულმა დირექტორმა ჯანოს მიმართ ინტერესი დაადასტურა.
ანანიძე სპარტაკში 2009 წლიდან თამაშობს და მაშინ ის საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა, თუმცა ტრავმების გამო მან თავისი ნიჭი ბოლომდე ვერ გამოიყენა.

