ქართველ ნახევარმცველს ჯანო ანანიძეს მოსკოვის “სპარტაკის” დატოვება მოუწევს.
“სპარტაკმა” ოთხ ფეხბურთელს და მათ აგენტებს უწყება გაუგზავნა, რათა უახლოეს სატრანსფერო ფანჯრისას ახალი გუნდის ძიება დაიწყონ. ადრესატები – ბოკეტი, სამედოვი, პოპოვი და ანანიძე”, – წერს Sport Inside.
ჯანოს “სპარტაკთან” კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული და მას ცალმხრივად მხოლოდ კომპენსაციის გადახდის შემთხვევაში თუ გაუწყვეტენ. ხელშეკრულების დარჩენილი ვადის გათვალისწინებით კი ეს თანხა სერიოზული იქნება.
თუმცა, კლუბის საიტზე ეს ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
ანანიძე “სპარტაკში” 2007 წლიდან ასპარეზობს (თუ ასპარეზობდა) და მხოლოდ ერთხელ იქნა “როსტოვში” განათხოვრებული.
სპორტალი

