კანონიერი ქურდი კახა ფარფალია დააკავეს – ვიდეო

კანონიერი ქურდი კახა ფარფალია დააკავეს - ვიდეოინტერნეტში გავლენიანი ქართველი “კანონიერი ქურდის”, კახა ფარფალიას დაკავების კადრები ვრცელდება, რომლის  დროსაც ის სავარაუდოდ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფება და სამართალდამცავებს საკუთარ ვინაობას არ, ან ვერ უსახელებს.

შეგახსენებთ, რომ ფარფალია მოსკოვის კრიმინალური პოლიციისა და ფსბ-ს მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერაციის დროს 8 დეკემბერს დააკავეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებულს ჩხრეკისას კოკაინი და უკანონო იარაღი აღმოაჩნდა.

43 წლის კახა ფარფალიას ქურდულ სამყაროში “კახა გალსკის” მეტსახელით იცნობენ. ბოლო პერიოდში მისი გავლენები საგრძნობლად გაიზარდა, როგორც რუსეთში, ისე მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ფარფალია აკონტროლებდა ე.წ. ქურდულ “ობშიაკს”, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ივსებოდა.

კახა ფარფალია “კანონიერ ქურდად” 1999 წელს “მონათლეს”.

პრაიმ ტაიმი