ცესკოს თავმჯდომარეობის 4 კანდიდატი ცნობილია. ესენი არიან თამარ ჟვანია, გიორგი ჯავახიშვილი, ლადო ბოჟაძე და მარიამ შელეგია.
ამის შესახებ არასამთავრობოებთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.
„შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საარჩევნო კოდექსთან, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემდგომში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა უნდა იყოს აქტიური და პრეზიდენტთან სხვა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებითაც უნდა გაგრძელდეს კონსულტაციები.
ხვალ 12:00 საათამდე პრეზიდენტი მიიღებს წერილობით შეთავაზებებს ამავე არასამთავრობოებისგან, მათ შორის დასახელებული კანდიდატების ბიოგრაფიებს. შემდგომში კი, პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი სამი კანდიდატურა წარადგინოს ცესკო-ში” – აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.