ლივერპული ტორგან აზარით დაინტერესდა

ლივერპული ტორგან აზარით დაინტერესდაინგლისურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ლივერპული ტორგან აზარის შეძენით დაინტერესდა, რომელიც ამჟამად მიონხენგლადბახის ბორუსიას ღირსებას იცავს. შეგახსენებთ რომ ტორგანი, ედენ აზარის ძმაა, თუმცა ის ედენივით ცნობილი არ არის.

ლივერპული სავარაუდოდ ზამთარშივე შეეცდება ამ ტრანსფერის განხორციელებას, მაგრამ ჯერჯერობით არ არის ცნობილი რა თანხის გადახდა მოუწევს მერსისაიდულ გუნდს. ბორუსია თავის ერთ-ერთ ლიდერს იაფად არ შეელევა.