მანჩესტერ იუნაიტედი დუგლას კოსტაში 60 მილიონს იხდის

მანჩესტერ იუნაიტედი დუგლას კოსტაში 60 მილიონს იხდისმანჩესტერ იუნაიტედი იუვენტუსის ბრაზილიელი ნახევარმცველით დუგლას კოსტათი დაინტერესდა და მზად არის ამ ფეხბურთელში 60 მილიონი ევრო გადაიხადოს. კოსტა ხშირად ვერ ხვდება იუვენტუსის ძირითად შემადგენლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც გუნდში კრიშტიანო რონალდო თამაშობს.

იუვენტუსი არ არის კოსტას გაყიდვის წინააღმდეგი, მაგრამ შესაძლოა ტურინელები 60 მილიონით არ დაკმაყოფილდნენ და მანჩესტერს უფრო მეტის გადახდა მოუწიოს. იუვენტუსამდე დუგლას კოსტა ბაიერნის ღირსებას იცავდა.